თეორიული სემინარი: „პირობითობები მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშებისას გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“
მომხსენებელი: ექსპერტი, პროფესორი იოსებ არჩვაძე
მოხსენება მიეძღვნა დიასახლისთა შრომის საბაშრო ფასებით შებასების საკითხებს. ანოტაცია: ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესაბამისი მეთოდიკის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ფორმირებაში მონაწილეობს საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა, მაგრამ არ მონაწილეობს ოჯახში გაწეული შრომა და საკუთარი ძალებით განხორციელებული მიმდინარე რემონტის ღირებულება. ფროფესორ იოსებ არჩვაძის მიერ გაანგარიშებულია დიასახლისთა შრომის საბაზრო ფასებით შეფასების შემთხვევაში მშპ-ის ზრდის პოტენციალი საქართველოსათვის. წარმოდგენილი იყო შესაბამისი პრეზენტაცია.
შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს: პროფეორმა გივი ბედიანაშვილმა, გივი ბაქრაძემ, ასევე დამსწრე სტუდენტებმა.
აზრი გამოთქვეს პროფ. გოჩა თუთბერიზემ, გივი ბედიანშვილმა.
თეორიული სემინარის მუშაობა შეაჯამა: პროფ. გივი ბედიანაშვილმა.