სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი
ნათია ბაქრაძე - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი
- n.bakradze@eu.edu.ge
- +(995) 555 72 61 61
- https://www.linkedin.com/in/natia-bakradze-58b8b8166
დავით ლოლუა - სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯერი
- lolua.d@eu.edu.ge
- +(995) 555 72 61 61
სერვისები და დასაქმება
ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მთავარი მიზანია, სტუდენტს შეუქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა იგი იყოს თვითრეალიზებული და წარმატებული. მომსახურების ცენტრი სტუდენტთან ერთად მუშაობს მის წარმატებაზე.
მომსახურების ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის:
ვამზადებთ მომავლისთვის და ვეხმარებით წინსვლაში
- უკეთ დასაქმების მიზნით, ხელს ვუწყობთ კარიერული კომპეტენციების განვითარებაში;
- წამყვან პარტნიორ კომპანიებთან და მათთვის სასურველ ცნობილ ადამიანებთან ერთად, ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს;
- ვთავაზობთ, კარიერული კონსულტაციის სერვისს, ვეხმარებით რეზიუმეს მომზადებაში, სამოტივაციო წერილის დაწერაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის.
მომსახურების ცენტრის სერვისები კურსდამთავრებულთათვის:
სტუდენტების მომავალი ჩვენი მომავალია
- შევქმენით კურსდამთავრებულთა ასოციაცია და მუდმივად ვზრუნავთ მათზე;
- კურსდამთავრებულებთან ერთად ვაწყობთ სასარგებლო და საინტერესო აქტივობებს;
- ერთად ვქმნით და ვახორციელებთ ინოვაციურ იდეებს;
- ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებს.
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერა
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი /კურსდამთავრებული იყოს წარმატებული
- ვეხმარებით მათთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;
- ჩვენი პარტნიორები მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან;
ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად ჩვენი სტუდენტების/კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებს სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.
- ჩვენი სტუდენტები/კურსდამთავრებულები სასურველი და მოთხოვნადი კადრები ხდებიან - ჩვენ ვიცით რა სჭირდება დამსაქმებელს;
- მუდმივად ვაწვდით პარტნიორ ორგანიზაციებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას.
ფსიქოლოგის კონსულტაცია
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს პროფესიონალი ფსიქოლოგის კონსულტაციით. მან მხოლოდ უნდა დარეკოს ნომერზე: +(995) 555 72 61 61 და ჩაეწეროს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე (კონსულტაცია ანონიმურია!).
კარიერული კონსულტანტი
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს, ინდივიდუალურად შეუძლია ისარგებლოს კარიერული კონსულტანტის მომსახურებით კარიერული განვითარების ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: რეზიუმეს შედგენა, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის და სამუშაო გარემოსთან ადაპტირება. მომსახურების მისაღებად, სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს მომსახურების ცენტრს ნომერზე: +(995) 555 72 61 61 და ჩაეწეროს კონსულტაციაზე. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი განიხილავს მოთხოვნას და სტუდენტს ინდივიდუალურად დაუკავშირდება.
ადაპტაციის პროგრამა
თუ სტუდენტი იმყოფება ოჯახიდან შორს, თუ ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი ქალაქი მისთვის უცხოა, არ ფლობს საკმარის ინფორმაციას ახალი საცხოვრებელი გარემოს შესახებ, აქვს კულტურული ადაპტაციის პრობლემა, ცენტრი მას ეხმარება ახალ გარემოსთან ინტეგრირებაში. ამისათვის, სტუდენტი უნდა დაგვიკავშირდეს ნომერზე: +(995) 555 72 61 61.