ჟან მონეს მოდული
მოდულის სახელწოდება: "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE).
მოდულის მიზანი: საქართველოს სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება და დისკუსიის წახალისება.
ბენეფიციარები: ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი სხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტები, და საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები.
ამოცანები და შესაბამისი აქტივობები:
1. სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაზიარება.
ზამთრის სკოლის მონაწილეები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკისა და ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ. სალექციო პროცესში ერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის გამორჩეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, გამორჩეული სტუდენტები კი მოამზადებენ ბროშურას და ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ ბლოგს ზამთრის სკოლის და განხილული საკითხებიდან ერთ-ერთი თემის შესახებ. ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ეძლევა ჟან მონეს მოდულის 2021-2023 წლების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა და დისკუსიების შესაძლებლობა.
2. ევროპეიზაციასა და დემოკრატიაზაციის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევარებში ცოდნის გაღრმავება და ევროკავშირის შესახებ კვლევის ხელშეწყობა.
მოდულის აკადემიური გუნდი მოამზადებს და გამოაქვეყნებს დაახლოებით 20-გვერდიან კვლევას შემდეგი საკვლევი კითხვით: რატომ და როგორ არის ევროპეიზაცია საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი? ევროპის უნივერსიტეტი აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გამართავს საჯარო პრეზენტაციას.
3. ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე საჯარო დისკუსიის წახალისება.
ევროპის უნივერსიტეტი გამართავს საჯარო დისკუსიებს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით.
2021 წლის დისკუსიები დაეთმო ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებს. 2022 წლის დაეთმობა - სექტორულ ნაწილებს, 2023 წლის კი - საქართველოს საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას და ურთიერთობებს.
მოდულის აკადემიური კოორდინატორი:
- პროფ. ლევან მახაშვილი, ევროპისმცოდნე, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე
მოდულის მაკოორდინირებელი აკადემიური გუნდის სხვა წევრები:
- პროფ. გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი;
- პროფ. ემილ ავდალიანი, ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული სრული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის "ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი.
მოდულის განმახორციელებელი აკადემიური გუნდის სხვა წევრები:
- პროფ. გიორგი მჭედლიშვილი, ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- პროფ. ნინო აბზიანიძე, პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კომუნიკაციების კოორდინატორი.
- პროფ. გიორგი ღლონტი, სამართალმცოდნე, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული სრული პროფესორი
- პროფ. სიმონ (ამირან) თავართქილაძე, ეკონომისტი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული სრული პროფესორი
- ასისტ.პროფ.გიორგი გობრონიძე, უსაფრთხოების მკვლევარი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი.
- ასისტ.პროფ. თათია დოლიძე, ევროპისმცოდნე, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსი, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი.