მართვა

ლაშა კანდელაკიშვილი
დამფუძნებელი/პრეზიდენტი

ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 წელს, კი, პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2007 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი იყო. 2009 წელს ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან  2019 წლის 31 ოქტომბრამდე კი ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: rector@esu.edu.ge


 
ნინო ტალიაშვილი
რექტორი      

ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ნინო ტალიაშვილი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს, ხოლო 2015-2019 წლებში იყო ()იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

2017 წლიდან ნინო ტალიაშვილი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.

2019 წლიდან 2020 წლამდე ევროპის უნივერსიტეტში იკავებდა ვიცე-რექტორის პოზიციას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2021 წელს დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის რექტორად. 2020 წლიდან ასევე იკავებს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ვიცე-რექტორის თანამდებობას შპს - ქუთაისის უნივერსიტეტში, რომლის დამუძნებელია ევროპის უნივერსიტეტი.

2016 წლიდან ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP),  მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.

მას აქვს პედაგოგიური გამოცდილებაც, კერძოდ, 2014 წლიდან 2019 წლამდე იგი იყო მოწვეული ლექტორი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ()იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

კონტაქტი: nino.taliashvili@eu.edu.ge


თამარ ზარგინავა
ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 

თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე, კი, არის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

კონტაქტი: tamar.zarginava@esu.edu.ge 


სოფიო ხუნდაძე
ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით

2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში. არის ასოცირებული პროფესორი ფინანსებში. არის თოთხმეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის, ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია). რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროგრამის „Erasmus+“ მონაწილე, პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია) პედაგოგიური საქმიანობისთვის.

სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

ასევე, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)“ მონაწილე.

2013-2018 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციებზე. 2019 წელს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იკავებდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. ევროპის უნივერსიტეტში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2020 წლიდან ევროპის უნიევრსიტეტში იკავებს ვიცე-რექტორის პოზიციას ხარისხის განვითარების მიმართულებით.

კონტაქტი: skhundadze@eu.edu.ge


ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო

ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანო, რომლის მიზანია:

  • უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების  მიღება და რეკომენდაცი(ებ)ის შემუშავება;
  • უნივერსიტეტის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღების პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფით

მმართველის საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ვიცე-რექტორები, დეკანები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აფილირებული აკადემიური პერსონალი, სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი.

რექტორის ბრძანება მმართველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.

 

გააზიარე გვერდი: