"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტი USMLE-ის მოსამზადებელ კურსს ხსნის
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტი დაინტერესებული სტუდენტებისთვის ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების (USMLE) მოსამზადებელ კურსს ხსნის.
მოსამზადებელი კურსი მოიცავს სხვადასხვა მოდულს და მთლიანად ფარავს USMLE-ის პირველ საფეხურზე ჩასაბარებელ სასწავლო კურსებს.
სასწავლო მოდულებს "ევროპის უნივერსიტეტის" ლექტორები გაუძღვებიან.