ევროპის უნივერსიტეტი მასარიკის უნივერსიტეტში სრულად დაფინანსებულ ერაზმუს+ მობილობას აცხადებს
ევროპის უნივერსიტეტი მასარიკის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებულ კონკურსს აცხადებს, რომელიც ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
- მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობები, ინფორმატიკა, სამართალი, ბიზნეს-ადმინისტრირება;
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე;
- სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით.
შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშcორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე ) ხუთშაბათს, 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება:
წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.
შენიშვნა: თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს წარმოადგენს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას აიღებს, რომელიც CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს უნდა შეესაბამებოდეს.
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე ორშაბათს, 2 მაისს 12:00 საათზე გაიმართება:
გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.
შეფასების ელემენტები:
- მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
ორშაბათს, 2 მაისს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია, კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 1 გამარჯვებულ სტუდენტს გამოავლენს .
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/eFNfeFPyDaXYEGSR6
განცხადებები მიიღება 25 აპრილს, 14:00 საათამდე.
საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე:
international.office@eu.edu.ge.