ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მე-10 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2021 წლის 9-10 ივნისს რიგით მე-10 სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის შესახებ, სამუშაო შეხვედრა 8 აპრილს, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებით კი 16 აპრილს გაიმართება. 

თემის სახელწოდებისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ბოლო ვადა 20 აპრილია, სრული ნაშრომის ჩაბარების - 20 მაისი.

ნაშრომებს სპეციალურად მოწვეული კომისია შეაფასებს. საუკეთესო ნამუშევრები კი, ინგლისურენოვან სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში - "Biomedical and Core Clinical Research Practice”, გამოქვეყნდება.  

დეტალური ინფორმაცისთვის იხილეთ კონფერენციის გზამკვლევი, თანდართული ფაილის სახით.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე:  studentconference@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: