ცვლილება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ მიღების წესში

,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ (60 კრედიტი)

სასწავლო წელი: 2019-2020 წწ.

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი

საბუთების მიღება - 25 სექტემბრის ჩათვლით.

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი) – 40 ვაკანსია;
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური  - VII-XII კლასი) – 20 ვაკანსია;
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი)  – 40 ვაკანსია;
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური- VII-XII კლასი) 10 ვაკანსია;
  • ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური) 10 ვაკანსია;
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური) 10 ვაკანსია;
  • გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური) 5 ვაკანსია;
  • ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური) 5 ვაკანსია;
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი)  20 ვაკანსია;
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) 15 ვაკანსია;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) 10 ვაკანსია.

 

,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“ სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში ,,ევროპის უნივერსიტეტში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა, რომ პირი სწავლობს აღნიშნული  საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
  • ორი ფოტო 3x4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

მომდევნო ეტაპი - უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება - ესსეს დაწერა

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდება 30 პირი შემდეგი საგნობრივი მიმართულების ფარგლებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი) – 9;
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური  - VII-XII კლასი) – 1;
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი)  9;
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური- VII-XII კლასი) 1;
  • ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური) 1;
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური) 1;
  • გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური) 1;
  • ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური) 1;
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი)  5;
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) 1;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)  დაფინანსება არ არის გამოყოფილი.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 0322 000171

გააზიარე გვერდი: