,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ (60 კრედიტი)
სასწავლო წელი: 2019-2020 წწ.
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი
საბუთების მიღება - 25 სექტემბრის ჩათვლით.
მიღება ცხადდება შემდეგ საგნ(ებ)ზე/მოდულ(ებ)ზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი) – 40 ვაკანსია;
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი) – 20 ვაკანსია;
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური - I-VI კლასი) – 40 ვაკანსია;
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური - VII-XII კლასი) – 10 ვაკანსია;
- მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური- VII-XII კლასი) – 10 ვაკანსია;
- ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური) – 10 ვაკანსია;
- სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;
- გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური)– 5 ვაკანსია;
- ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;
საბუთების მიღების ვადები გამოქვეყნდება ამავე საიტზე.
,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“ სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში ,,ევროპის უნივერსიტეტში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
- ორი ფოტო 3x4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მომდევნო ეტაპი - უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება - ესსეს დაწერა.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 0322 000171